გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის  მთავარი თემა
პროცენტი

სწავლების საფეხური
საბაზო  საფეხური, VIII   კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეს   შეუძლია  რიცხვის  პროცენტის  პოვნა .

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

1.       ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს.
2.       ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე ამოცანებს პროცენტის გამოთვლებზე.
3.       ამყარებს კავშირს მთლიან შემოსავალსა, მოგებასა და საცალო ფასს შორის.
წინასწარი ცოდნა

 1.        ახდენს მთელ რიცხვებზე მოქმედებებს
2.         პროცენტი 1-ზე ნაკლები და 100 - ზე მეტი ასრულებს გამოთვლებს, ხსნის სამომხმარებლო ხასიათის ამოცანებს, იღებს გადაწყვეტილებებს
შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

დაფა, ცარცი, წიგნი, რვეული.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო   საკითხები-2  წთ
A ფაზა (გამოწვევა) – 10 წთ
წინარე  ცოდნა . საშინაო   დავალების   შემოწმება. შესრულებული დავალების ძირითადი საკითხების  განხილვა. მასწავლებელი  ფრონტალური  კითხვების  საშუალებით   ამოწურავს ძველი მასალასთან   დაკავშირებულ  მასალას .
მასწავლებელი მოსწავლეებს    გაუზიარებს  თუ რა გადახდა მას მაღაზიაში ფეხსაცმელი ,    რომელიც ღირს  200 ლარი  20  პროცენტიანი  ფასდაკლების  შემდეგ   რა  ეღირება.
ფაზა -20 წთ
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აკეთებს მის მიერ მიწოდებული დავალების ანალიზს და შესაბამისად მოსწავლეებთან ერთად ახდენს ახალი მასალის იგივე პროცენტის განხილვას სხვა ტიპის ამოცანებში. კერძოდ, შებრუნებულ ამოცანებს და მიჰყავს მოსწავლეები დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ.
მაგ: მაღაზიაში 160 ლარიანი ფეხასაცმელი გახდა 120 ლარი. რამდენი პროცენტით გაიაფდა ფეხსაცმელი?
ჯერ უნდა გავიგოთ რამდენი ლარით გაიაფდა, ხოლო შემდეგ მასწავლებელი შეახსენებს მიღებული 40 ლარი თავიდან აღებული ლარის რამდენი პროცენტია.

მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს პირიქით რიცხვის პროცენტით გაზრდის მაგალითებზე. მაგ: 200% - ით გაზრდა ნიშნავს რიცხვის 3-ჯერ გაზრდას. მსჯელობა შეიძლება ასე წარიმართოს: ვთქვათ რიცხვი იზრდება100%-ით, რისი ტოლია რიცხვის 100%? იმავე რიცხვის. მაშასადამე, რამდენით უნდა გაიზარდოს მოცემული რიცხვი? იმავე რიცხვით? რამდენჯერ გაიზრდება რიცხვი? 2-ჯერ.
რისი ტოლია რიცხვის 200%? რიცხვის 200%  2-ჯერ მეტია ამ რიცხვზე. მაშასადამე, რამდენით იზრდება მოცემული რიცხვი? ამ რიცხვის 2-ჯერ მეტი რიცხვით მივიღებთ ამ რიცხვზე 3-ჯერ მეტ რიცხვს.
რამდენჯერ გაიზრდება რიცხვი, თუ მას გავადიდებთ 400%-ით? გაიზრდება 5-ჯერ. (მოსწავლეები სწრაფად გაიაზრებენ გასრდის პროცესს და არ გაუჭირდებათ სწორი პასუხის გაცემა).
C ფაზა (გამთლიანება) 13 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეადგინონ ახსნის დროს მიწოდებული მსგავსი ორ-ორი ტიპის ამოცანა. შემდეგ ახდენს ამ ამოცანების დემონსრტრირებას და მიჰყავს მოსწავლეები დასკვნამდე. ბოლოს აწყობს ბრიფინგს: რა ვასწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს ამოცანები და აფასებს მოსწავლეებს.

No comments:

Post a Comment